ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა ფეხბურთში ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო, 36-ე ტურს უმასპინძლა
11.12.2018
უკან დაბრუნება
რამაზ შენგელიას სახელობის , ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა ფეხბურთში ეროვნული ლიგის გათამაშების ბოლო, 36-ე ტურს უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა ტორპედომ ბოლოადგილოსან ფოთის კოლხეთს უმასპინძლა. შეხვედრა ტორპედოს სრული უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად, მათ სასარგებლოს ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები გაიტანეს გლეოფილო ვლიტერმა, მილოშ ლაჩნიმ და თენგიზ წიქარიძემ, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ამ გამარჯვებით ტორპედომ, თბილისის დინამოსთან ერთად, სატურნირო ცხრილში 69 ქულა დააგროვა და ურთიერთშეხვედრებში ცუდი მაჩვენებლის გამო მე-3 საპრიზო ადგილს დასჯერდა. ამჟამად გუნდი ისვენებს, ხოლო მომდევნო წლიდან უცხოური შეკრებისთვის მოემზადება.