ასოციაციამ „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
11.12.2018
უკან დაბრუნება
სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში პროექტის „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა“ შემაჯამებელი შეხვედრა შედგა. პროექტი ასოციაციამ „ქალები რეგიონების განვითარებისათვის“ გაეროს განვითარების პროგრამის გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით განახორციელა. და მიზნად ისახავდა ანაკლია-მდინარე ჭურიის ზოლის ტერიტორიის დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, ზღვის შროშანისა და ყვითელი ყაყაჩურას გენოფონდის შენარჩუნებას ,ჰართვისის (კოლხური) მუხის გაშენებას.
„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა. გარდა ენდემური ჯიშების გამოყვანის და დარგვისა, შედგა საინფორმაციო შეხვედრები, დასუფთავების კამპანია და ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა ტრენინგ-სემინარები. შემაჯამებელ
პრეზენტაციას სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.