ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა
11.12.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ინციდენტის დროს სახლში 75 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.