შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციისათვის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
07.12.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციისათვის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. სამუშაოებს ანალიზისა და ექსპერტიზის ცენრტი შეასრულებს. კომპანიას საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 10 დეკემბრამდე აქვს. ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ჩხიკვაძე განმარტავს, რომ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად, ბაღის სრული რეაბილიტაცია მოხდება. სატენდერო პირობების მიხედვით, ცენტრალური ბულვარის საფარი სამფეროვანი გრანიტის ქვით შეიცვლება. დამონრაჟდება განათების სისტემა ასევე, განახლდება ძელსკამები. განახლება ელის პარკში არსებულ კაფესაც. შეიცვლება მისი ფასადი. განახლდება პარკში შესასვლელიც, რეაბილიტირდება კოლონადა და ბორდიულები. იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაც. შადრევანი ისტორიულ იერსახეს დაუბრუნდება. გადაიბელება ხეები და ახალი ხე-მცენარეებიც დაემეტება.ბაღში იმუშავებს უფასო ვაიფაი. ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს წელს 170 წელი შეუსრულდა. ბაღი ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი უძველესია.