შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-ბოლნისის „სიონი“-3:0
05.12.2018
უკან დაბრუნება
თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანმა, საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურს უმასპინძლა, სადაც ბოლნისის სიონი ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. დაზიანებული მინდვრის საფარის მიუხედავად, შეხვედრა ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და ანგარიშით 3-0 დასრულდა. გოლები მილოშ ლაჩნიმ, თენგიზ წიქარიძემ და გიორგი ქიმაძემ გაიტანეს. ამ გამარჯვებით, ტორპედომ ეროვნულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაისაკუთრა. ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო 8 დეკემბერს ფოთის კოლხეთთან გამართავს.