შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პრემიერა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე.
05.12.2018
უკან დაბრუნება
პრემიერა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. 5,6, და 8 დეკემბერს მაყურებელი მაქს ფრიშის „ბიოგრაფია თამაშს“ იხილავსს. ორ მოქმედებიანი სპექტაკლის რეჟისორი თამარ ჭინჭარაულია.პიესა 1967 წელს დაიწერა და ქართულ ენაზე პირველად იდგმება. მაქს ფრიში — შვეიცარიელი არქიტექტორი, დრამატურგი და რომანისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანულენოვანი ლიტერატურის აღიარებული წარმომადგენელია. თავის შემოქმედებაში ფრიშმა ადამიანის პიროვნების, ინდივიდუალიზმის, პასუხისმგებლობის, ზნეობისა და პოლიტიკური მიმართულების პრობლემები დააყენა.