მარტვილის მუნიციპალიტეტში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
28.11.2018
უკან დაბრუნება
მარტვილის მუნიციპალიტეტში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნინო დანელიას განცხადებით, უბნებზე განსაკუთრებულ ექსცესევს ამ დრომდე ადგილი არ ჰქონია. 30-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კაბინის გარეთ შემოხაზა სასურველი კანდიდატი, რამაც მცირედი ხმაური გამოიწვია. აღნიშნულ დარღვევაზე საჩივარი დაიწერა. მარტვილში სულ 64 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული, ჯამში ამომრჩეველთა რაოდენობა 32 528 არის.