ქუთაისის 119-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელმა ხათუნა არველაძემ დარღვევა აღმოაჩინა
28.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის 119-ე საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელმა ხათუნა არველაძემ დარღვევა აღმოაჩინა.მისი განცხადებით უბანზე დაშვებულ იქნა მარკირება გავლილი ადამიანი.
119-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კი განმარტავს,რომ ამომრჩეველს ნამდვილად დაუფიქსირდა ლაქა,რომელიც მანდარინის იყო.ხელის დაბანის შემდეგ ლაქა გაქრა და ამომრჩეველს მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ხმის მიცემის უფლება.
119-ე საარჩევნო უბანზე ჯამში 557 ადამიანია რეგისტრირებული.