ევროპული საქართველოს ქუთაისის ოფისში დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ბრიფინგი გამართა
26.11.2018
უკან დაბრუნება
ევროპული საქართველოს ქუთაისის ოფისში დღეს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ ბრიფინგი გამართა.
დეპუტატი "ქართულ ოცნებას" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ბობოხიძის თქმით, სამტრედიაში პარტია არცერთ წევრს დაუტოვებია, ხოლო ადამიანები, რომლებიც გუშინ სამტრედიის ცენტრში შეიკრიბნენ და "ევროპული საქართველოს" დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს, "ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ.
აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ, ამ ადამიანებიდან მხოლოდ სამი იყო "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი და არა წევრი. დეპუტატი ამტკიცებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კამპანია წამოიწყო და რეგიონებში აქტივისტებს "ევროპული საქართველოს" წევრებად აცხადებენ.