ლესელიძის ქუჩის მოსახლეობა წლების მანძილზე გზის საფარის მოწესრიგებას, ტრენაჟორების დამონტაჟებასა და მოსაცდელის დადგმას ითხოვდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აღნიშნულ ქუჩას ახალი სტადიონი შეემატა. გახსნას - მოსახლეობა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.