ქუთაისს ჩინეთიდან ძიანქსის პროვინციის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდნენ
26.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისს ჩინეთიდან ძიანქსის პროვინციის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდნენ. დაძმობილებული ქალაქის დელეგაციასთან შეხვედრისას ახალ ინვესტიციებსა და საგანმანათლებლო კუთხით მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი ქალაქების ღირსშესანიშნაობები და ტურისტული პოტენციალი გააცვნეს.
ჩინელები მომავალ წელს ტყიბულში ხუთი მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ.
ძიანქსის პროვინციის წარმომადგენლებთან შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. იმერეთის გუბერნიისა და ძიანქსის პროვინციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გასული წლის დეკემბერში გაფორმდა.