წყალტუბოს წელს 320-ი ათასი ტურისტი ესტუმრა.
ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის უფროსის - სალომე ქუთათელაძის ინფორმაციით ვიზიტორთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით 40-ი პროცენტით არის გაზრდილი.
როგორც ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს ვიზიტორთა შორის ჭარბობდნენ სტუმრები ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა ისრაელი, პოლონეთი და რუსეთი.