იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გახსნეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდა. სოფელ ზვარეში 80–იანი წლების შემდეგ სკოლამდელი დაწესებულება აღარ ფუნქციონირებდა.
დღესვე, იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სოფელ ვერტყვიჭალაში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღიც დაათვალიერა.