ქუთაისში სტუმრად მიხეილ ბატიაშვილი იმყოფებოდა
23.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,იმერეთის გუბერნატორ შავლეგო ტაბატაძესთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონის საგანმანათლებლო, კულტურისა და სპორტის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ რეგიონში აღნიშნული მიმართულებებით არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სამომავლო გეგმებიც გააცვნეს.