შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქართულ ოცნებას ქუთაისში ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს
22.11.2018
უკან დაბრუნება
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქართულ ოცნებას ქუთაისში ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც პარტიაში აცხადებენ უკანონო პროცესებში ჩართულია საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი და მას უშუალოდ ქ.ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს. გიგა შუშანიამ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე კონკრეტულ პირებზე ისაუბრა, რომლებიც შუშანიას მტკიცებით ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ, ერთ-ერთი ასეთი პირი შუშანიას ინფორმაციით მე7 საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი გახოკიძეა, ასევე მალხაზ აბაშიძე რომელიც შუშანიას თქმით ქალაქის მერთან დაახლოებული პიროვნებაა, ჩვენ ორივე მათგანს დავუკავშირდით, მათ ბრალდებები უარყვეს თუმცა სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადეს. თემაზე ქუთაისის მერი ჩავწერეთ, გიორგი ჭიღვარიამ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.