შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების ახალი კოლექციის გამოფენა
22.11.2018
უკან დაბრუნება
აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 85 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ძველნაბეჭდი და უნიკალური წიგნების ახალი კოლექციის გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებელთა წინაშე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის უძველესი ექსპონატები, რომელთა ადგილზე ჩვენება და მოწესრიგება, ამავე უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსის მიერ იქნა ორგანიზებული. აღნიშნული გამოფენა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყველაზე აქტიური მომხმარებელი სტუდენტების დაჯილდოებით გაგრძელდა. სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე და საბიბლიოთეკო კორპუსის ხელმძღვანელი გიორგი ჭიჭინაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს წიგნები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.