შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მე-13 სხდომა ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობასა და ქუთაისის მერია-საკრებულოს შორის
21.11.2018
უკან დაბრუნება
ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობასა და ქუთაისის მერია-საკრებულოს შორის,რიგით მე-13 სხდომა ჩატარდა,რომელიც შპს ფლამინგოსათვის ბუხაიძის სკვერის, 25 წლიანი იჯარით გადაცემის ფაქტს ეხებოდა. არცერთ სასამართლო პროცესს,რომელიც ამ დრომდე ჩატარდა ქუთაისის მერიის წარმომადგენელი არ დასწრებია, თუმცა მოპასუხე მხარეს საკებულოსა და შპს ფლამინგოს იურისტები დავით ბენიძე და ზვიად ნიშნიანიძე წარმოადგენდნენ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას , შპს ფლამინგოს იურისტმა განაცხადა,რომ შეუძლოდ გახდა , რის გამოც საქმის განხილვა 19 დეკემბრისთვის გადაიდო. პროცესზე გამარჯვების ოლქის ყოფილი მაჟორიტარი იმყოფებოდა. ნატო ქათამაძე ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.