გიგა შუშანია, ქვეყნის ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას თანხის არასწორ განაწილებაში ადანაშაულებს
20.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია, ქვეყნის ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას თანხის არასწორ განაწილებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტი 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 10 მილიონით არის შემცირებული. შუშანიას განმარტებით, აღნიშნული ბიუჯეტით ქალაქის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება, რადგან შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და გაზრდილია წარმომადგენლობითი ხარჯები.
აღნიშნულ ბრალდებას არ ადასტურებს საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე. მისი თქმით, ბიუჯეტი 11 მილიონი ლარით გაიზრდება.