შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტი 85 წლისაა
20.11.2018
უკან დაბრუნება
აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის პედაგოგიკის დეპარტამენტი 85 წლისაა. იგი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების დღიდან ფუნქციონირებს. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია პროფესორმა იმერი ბასილაძემ გახსნა, სადაც პედაგოგიკის მნიშვნელოვან, საკვანძო საკითხებზე ისაუბრეს და დეპარტამენტის მიერ განვლილი გზა გაიხსენეს. პედაგოგიკის დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელის შალვა სიხარულიძის მოღვაწეობა სამეცნიერო კონფერენციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. სამომავლოდ, პედაგოგიკის დეპარტამენტის ისტორიის შესახებ წიგნის გამოცემა იგეგმება.