შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ მიმდინარეობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
11.11.2018
უკან დაბრუნება
როგორ მიმდინარეობდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რა პრობლემები და გამოწვევები იყო რეგიონში და როგორი შედეგები გვაქვს წლის ბოლოს, - მიმდინარე წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აჯამებს. მამუკა თურმანიძემ ჩვენთან საუბრისას გასული წლის პრაქტიკაც გაიხსენა და იმ უნდობლობაზე ისაუბრა, რაც მოსახლეობას ღონისძიებების მიმართ ჰქონდა, მისი თქმით, ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მხრიდან არასაკმარისი კომუნიკაცია სახელდებოდა. მინისტრის მოადგილე აქვე აღნიშნავს, რომ წელს ეს ვითარება შეცვლილია. მედიაპროდუქტი მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.