შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“
09.11.2018
უკან დაბრუნება
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს კამპანიას, სახელწოდებით, „თანასწორობა გვჭირდება“, რომლის ფარგლებშიც,ქუთაისში თანამონაწილეობითი პერფორმანსი-ინსტალაცია მოეწყო. ღონისძიების სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს კრეატიულ ინტერაქციულ ექსპოზიციაში. ასევე გაიმართა დისკუსია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების გზაზე არსებული უხილავი ბარიერების შესახებ. სოციალური კამპანია „თანასწორობა გვჭირდება“ 2017 დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალების პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად.