შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები თბილისში მოუსმენენ
24.12.2015
უკან დაბრუნება
საპარლამენტო უმცირესობა მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას ქუთაისში ითხოვს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობას სურს მინისტრობის კანდიდატებს ქუთაისში, პარლამენტში მოუსმინოს. მისი განმარტებით, კონსტიტუციურად ეს უფრო სწორი იქნება. უმცირესობის ეს მოთხოვნა პარლამენტის ვიცე სპიკერმა არა ლოგიკურ მსჯელობად შეაფასა. მანანა კობახიძის განმარტებით, ისინი კანდიდატების მოსმენას კომიტეტების ფორმატში თბილისში აპირებენ და ამაში არაკონსტიტუციურს ვერაფერს ხედავენ.