შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ყინულის მოედნის აგრეგატის შეძენის მიზნით ტენდერი გამოცხადდა
05.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის ყინულის მოედნის აგრეგატის შეძენის მიზნით ტენდერი გამოცხადდა მერიის "ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების"მმართველის, განცხადებით, წინადადებების მიღება 2 ნოემბრიდან დაიწყო და დღს, 5 ნოემბერს დასრულდება. ყინულის მოედანზე აგრეგატი , "რამდენიმე თვის წინ დაზიანდა . მისი შესყიდვა გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ვინაიდან აგრეგატი საქართველოში არ იყიდება ამიტომ შემსყიდველმა კომპანიამ იგი ევროპიდან უნდა ჩამოიტანოს . ქუთაისის ყინულის მოედანს 7 თვეზე მეტია დანადგარი დაზიანებული აქვს, რის გამოც მოედანმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ტენდერში გამარჯვებული ფირმა უმოკლეს ვადაში გამოვლინდება. ქუთაისის ბიუჯეტიდან აგრეგატის შესაძენად 70 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში განისაზღვრა.