მეორე საჯარო სკოლის მეორე სართულზე მდებარე ერთ ერთ საკლასო ოთახში ჭერი ჩამოიშალა
02.11.2018
უკან დაბრუნება
მეორე საჯარო სკოლის მეორე სართულზე მდებარე ერთ ერთ საკლასო ოთახში ჭერი ჩამოიშალა. სარემონტო სამუშაოები სკოლაში 2 წლის წინ დასრულდა და იმავე ოთახში მსგავსი ფაქტი უკვე მესამედ მოხდა,თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, არავინ დაშავებულა. შემსრულებელმა კომპანიამ პრობ ლ;ემა 2ჯერ აღმოფხვრა, თუმცა ძლიერი ქარის დროს იგივე მეორდება. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გიგა ციბაძემ. მეორე საჯარო სკოლაში ჭერის დაზიანების გამო საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.