31 ოქტომბერი შავი ზღვის საერთაშორისო დღეა, თარიღთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიხსნა. კვირეულს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრი ატარებს და მრავალფეროვანი ღონისძიებებით არის დატვირთული. აქტივობების ფარგლებში, ნარჩენებით დამზადებული ნივთების გამოფენა მოეწყო, დღესვე ასევე შავი ზღვის თემაზე ლექცია-სემინარი გაიმართა.