თბილისის დინამო არენამ საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებულ მატჩს უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი დინამო ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა. შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. შეხვედრის მე-9 წუთზე გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. მოპოვებული გამარჯვებით ტორპედომ გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო შეხვედრას ტორპედო 4 ნოემბერს, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, გათამაშების 31-ე ტურში კვლავ თბილისის დინამოსთან გამართავს.