პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.
01.11.2018
უკან დაბრუნება
„ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ასე ქვია პროექტს, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ანხორციელებს.
მიზანი საქართველოს მუნიციპალიტეტებში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაა.
აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრა ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობაში გამართა, რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას ისახავს მიზნად.
პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.