ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე მერებმა დაათვალიერეს
01.11.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე მერებმა დაათვალიერეს. ნიკეას მე-2 შესახვევში ასფალტის საფარის გარდა მოწესრიგდა სანიაღვრეები და ტროტუარები. სამუშაოებს კომპანია გზამშენი 21-ე საუკუნე ასრულებდა პროექტი 147 000 ლარის ღირებულებისაა.
უახლოეს ხანში შესაბამისი სამსახურები ქუჩის დახახზვის სამუშაოებს დაიწყებენ.
თვითმმართველობის პირველმა პირებმა დაათვალიერეს ფხაკაძის ქუჩაც, სადაც ბეტონის საფარი დაიგო.
სამუშაოებს კომპანია ,,ჯეო როუდინვენსტი. ახორციელებს პროექტის ღირებულება 86 000 ლარია.