„იმერეთი ნიუსი“ არჩევნების მეორე ტურის წინ იხურება
31.10.2018
უკან დაბრუნება
„იმერეთი ნიუსი“ არჩევნების მეორე ტურის წინ იხურება.მფლობელმა კოტე ცირეკიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა,სადაც წერდა,რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი მას და მის ოჯახს სააგენტოს მუშაობის გამო დაემუქრნენ. ცირეკიძის განცხადებით ,ის ოჯახის და თანამშრომლების უსაფრთხოების გამო სააგენტოს მუშაობას აჩერებს.აღნიშნულ ფაქტს გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო ბრიფინგით გამოეხმაურა, „ძალა ერთობაშია“ წევრი გიგა შუშანიას თქმით „ოცნებამ ჭკუა ვერ ისწავლა“. შუშანიამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა ,შეწყვიტონ მედიაზე ზეწოლა. პარტია ევროპული საქართველოს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა დავით გოგისვანიძემ დაგმო მედიაზე ზეწოლა და სოლიდარობა გამოუცხადა ელეონორა არჩაიას.
აღნიშნულ ბრალდებას გიორგი იობაშვილმა უპასუხა,მისი თქმით მსგავსი ფაქტი არ დასტურდება და თუ რაიმე სახის მტკიცებულება დაფიქსირდება, მზად არის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.