12 საათის მონაცემებით, ხონის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 5500-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა
28.10.2018
უკან დაბრუნება
12 საათის მონაცემებით, ხონის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 5500-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩეველთა 23,66 % - ს შეადგენს. როგორც ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გორდაძემ განაცხადა, საარჩევნო უბნები განსაზღვრულ დროს გაიხსნა. დღის ამბების გადამღები ჯგუფი ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უბანზეც იმყოფებოდა. N 26 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 12 საათისთვის დასახელებულ უბანზე რაიმე ტიპის ექსცესს ადგილი არ ჰქონია.