შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მე-40 საარჩევნო უბანზე პროცედურების დაწყებისას მდივანმა უბანი დატოვა
28.10.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში მე-40 საარჩევნო უბანზე პროცედურების დაწყებისას მდივანმა უბანი დატოვა. მიზეზი დაწერილი საჩივარი გახდა. ხმის მიცემის პროცედურა მას შემდეგ განახლდა, რაც მდივანი კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ,ალექსანდრე ერიქაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დარღვევაზე დაწერილ საჩივარზე შესაბამისი რეაგირება მოხდება. მე-40 საარჩევნო უბანზე ჯამში 1498 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვის ვითარებაში მიმდინარეობს.