იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა ,,სპექტრ"-მა პედაგოგებთან შეხვედრა გამართა
27.10.2018
უკან დაბრუნება
ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები იყო შეხვედრის თემა, რომელიც იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა ,,სპექტრი“ , იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების პედაგოგებთან გამართა. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით , უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და პედაგოგების ძალისხმევით უნდა მოხდეს მომავალი თაობის ინფორმირებულობა. შეხვედრა პროექტის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში შედგა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ვორდ ვიჟენის ეკონომისტთა ასოციაციისა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.