ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი კობა ფხაკაძე დღეს წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს. სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სამ სპორტსმენს, რომლებმაც ქვეყანა საერთაშორისო ტურნირებში ასახელეს. ნინო ხუციბერიძემ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირი ბუენოს აირესში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმართა. ბექა ლომთაძემ კი 2018 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა თავისუფალ ჭიდაობაში. ასევე თბილისის გრამპრის გამარჯვებული. ბაგრატ გაგნიძე კი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია თავისუფალ ჭიდაობაში. წარმატებულმა სპორტსმენებმა ადგილობრივ თვითმმართველობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს