შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა
26.10.2018
უკან დაბრუნება
აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. საკითხი ენერგეტიკის მართვა და განვითარება იყო. საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორგანიზებით, მსგავსი კონფერენცია წელს უკვე მეხუთედ ტარდება. მასში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და დაინტერესებული ორგანიზაციების მკვლევარები და აღიარებული სპეციალისტები იღებენ. შეხვედრაზე მხარეებმა წლის მანძილზე ენერგეტიკის სფეროში მიღწეული შედეგები შეაფასეს, ასევე მოხდა აზრების ურთიერთგაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.