წყალტუბოში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება
25.10.2018
უკან დაბრუნება
წყალტუბოში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით გზების კაპიტალურად მოწყობა მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ერთდროულად მიმდინარეობს, პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა და ყურადღება სამუშაობის ხარისხიანად შესრულებასა და ვადების დაცვაზე გაამახვილა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ბეტონის საფარი ჯამში, 6 კილომეტრზე დაიგება, შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,მიმდემი“ აწარმოებს.