ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ქობულეთის შუქურამ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. მატჩის პირველი ტაიმი ქობულეთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმში ტორპედომ შუქურას 3 უპასუხო გოლი გაუტანა. საბოლოოდ მატჩი ტორპედოელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ნახევარფინალების კენჭისყრა ამ კვირის ბოლოს გაიმართება, სადაც ტორპედოს მოწინააღმდეგე გუნდი გამოვლინდება.