ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგის გათამაშების 29 -ე ტური გაიმართა სადაც ადგილობრივმა ტორპედომ , რუსთავის „რუსთავს უმასპინძლა.
მატჩი საინტერესო და დრამატული გამოდგა. შეხვედრის პირველი ტაიმი უშდეგოდ დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში რუსთავის „რუსთავი „ დაწინაურდა, თუმცა ტორბედოელმა თორნიკე კაპანაძემ ანგარიში მალევე გაათანაბრა.
მატჩის მიწურულს, „რუსთაველები“ კვლავ დაწინაურდნენ. მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში ტორპედოელმა კობახიძემ „რუსთავის გუნდის კარი აიღო და საბოლოოდ, ანგაიში : 2-ით 2 დააფიქსირა. მოპოვებული 1 ქულით, ტორპედო ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას, „ტორპედო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშები ს მეოთხედ ფინალში , 24 ოქტომბერს, ლანჩხუთში, ქობულეთის „შუქურასთან გამართავს.