წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩეველს შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე გააკეთა. შეხვედრას საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რუსლოვსი დაესწრო, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა