,,საჩხერლობა 2018“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
22.10.2018
უკან დაბრუნება
,,საჩხერლობა 2018“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. წელს სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის სკვერი გაიხსნა. მოეწყო პერფომანსი ,,ძველი საჩხერე“, ტურისტული აქცია, საფეხბურთო შოუ ,,,,ჩიხურა 80“, შემოქმედებითი და ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება , იმერული ღვინის გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობები.
სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, საჩხერის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ივანეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საზეიმო დასკვნით კონცერტზე საპატიო მოქალაქეები დაასახელეს. დასასრულს კი პოპულარულმა ქართველმა მომღერლებმა ადგილობრივებისთვის სიმღერები შეასრულეს.