შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ააიპ „ხიდ-მა სოციალური ინკლუზიისათვის“ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის „სენსონური ოთახი“ მოაწყო
21.10.2018
უკან დაბრუნება
ააიპ „ხიდ-მა სოციალური ინკლუზიისათვის“ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის „სენსონური ოთახი“ მოაწყო. როგორც ცნობილია აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს,თუმცა ახლად შექმნილი „სენსონური ოთახის“ გამოყენება ამ ეტაპზე, უფასო არ არის. შეგახსენებთ. სენსონური ინტეგრაცია არის ნერვოლოგიური პროცესი,რომლის დროსაც ხდება სხეულიდან და გარემოდან სენსორული იმპულსების ტვინისათვის მიწოდება, რის შემდეგაც ტვინი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და აბრუნებს ადაპტურ პასუხს. ყველაფერი ეს შესაძლებლობას იძლევა სრულყოფილად მოხდეს ადამიანის ფუნქციონირება გარემოში. აღსანიშნავია,რომ ცენტრში პრაქტიკას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან.