შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრი „აფხაზეთის“-პროექტის დასკვნითი კონფერენცია
21.10.2018
უკან დაბრუნება
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ,,აფხაზეთი“ საქართველოს 4-ხ რეგიონში ევროპის ფონდის დაფინანსებით პროექტი - ,,დევნილთა სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით განახორციელა. პროექტის ფარგლებში 11-ი თვის მანძილზე ფოთში, წყალტუბოში, ქუთაისსა და სენაკში მთელი რიგი აქტივობები განხორციელდა. დღეს, ქუთაისში პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. ამ 4-ხ რეგიონში პროექტი დასრულებულია და მიღებული გამოცდილების გაზიარება სხვა რეგიონებში მცხოვრები დევნილებისათვის და მუნიციპალიტეტებისათვის იქნება შესაძლებელი. დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებზე იძულებით გადაადგილებული პირები დღეს ღიად საუბრობდნენ.