მიწის რეგისტრაციის რეფორმა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება
21.10.2018
უკან დაბრუნება
მიწის რეგისტრაციის რეფორმა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში გამარტივებული პროცედურებით ამ დროისთვის 554 ათასზე მეტი საკუთრების უფლება დარეგისტრირდა წარმატებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს 31 დეკემბრამდე მარტივად დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთები.
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს.
მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომლის მეშვეობით მიწის რეგისტრაციის პროცედურები გამარტივდა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, 2016 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.