შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დასაქმების ფესტივალი
19.10.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, studentjob.ge-სა და hr hub-ის ორგანიზებით, დასაქმების ფესტივალი „ ქუთაისი ჯობს“ გაიმართა, რომელიც რეგიონული პროექტის „ჩვენ გეძებთ შენ“ ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალის მთავარი მიზანი, სამსახურის მაძიებელთა და დამსაქმებელთა ხელშეწყობაა,რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო. აღსანიშნავია,რომ დასაქმების ფესტივალი საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდა.