შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რატომ მოიწამლა 37 ე სკოლის 7 მოსწავლე
19.10.2018
უკან დაბრუნება
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის 7 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი ინფორმაციით, მოწამვლის მიზეზი შესაძლოა გაზის გაჟონვა ან სასმელი წყალი იყოს , თუმცა აღნიშნულს უარყოფს სკოლის დირექტორი, მისი თქმით დროულად იქნა მობილიზებული , როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს , ასევე გაზპრომის წარმომადგენლები და აღნიშნული ვარაუდი არ დასტურდება. ნანა კენჭოშვილი ბავშვების მდგომარეობას სპორტის გაკვეთილზე მიღებულ ფიზიკურ დატვირთვას უკავშირებს. აღნიშნული ვარაუდი გამორიცხა დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ბავშვთა გადაუდებელი სამსახურის განყოფილების უფროსმა ნანა გიორგაძემ, მისი თქმით , ფიზიკური დატვირთვა მიზეზი არ არის , 7-ვე ბავშვს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ , თუმცა გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია.