დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე ”ოპერაცია ვალკირია” , რომელიც 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას ეხებოდა.შეხვედრა ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ”პროგრესული თაობის” ორგანიზებით გაიმართა.
მსგავსი ლექციები სხვადასხვა ისტორიულ თემატიკაზე მთელი წლის მანძილზე პერიოდულად ტარდებოდა . მიზანი ახალგაზრდებისთვის ისტორიული პასაჟების მიწოდება იყო. შეხვედრას სტუდენტები დაესწრნენ.