შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჯარო დისკუსია ქუთაისის ბიუჯეტის ირგვლივ
22.12.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი და მისი პრიორიტეტები- საჯარო დისკუსია დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.დისკუსია ”იუსაიდისა” და საინფორმაციო სააგენტო ”ქუთაის პოსტის” ორგანიზებით მოეწყო.მასში ოპოზიციური პარტიები,არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ბიუჯეტის უკვე დამტკიცებულ პრიორიტეტებზე რიგი შენიშვნები გამოთქვა.საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბესიკ ბრეგაძის განცხადებით , ბიუჯეტის დამტკიცებამდე არ მომხდარა მისი საჯარო განხილვები.არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი გია გოქაძე კი 2016 წლის ბიუჯეტს საარჩევნოდ გამზადებულს უწოდებს.შვიდი პრიორიტეტისგან შემდგარი ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია და იგი 50 მილიონ 557 ათას 500 ლარით განისაზღვრა.