შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის „ტორპედო“-გორის „დილა“-2:0
04.10.2018
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული ლიგის გათამაშების მე-13 , გამოტოვებულ ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივი ტორპედო გორის დილას დაუპირისპირდა, შეხვედრას მაყურებელი თბილისში მომხდარი ინციდენტის გამო არ დაესწრო. მატჩი საინტერესო იყო და დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ტორპედოელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს. პირველი გოლი მილოშ ლაჩნიმ, ხოლო მეორე ლევან კუტალიამ გაიტანა. ამ მოგებით ტორპედო ლიდერთა სამეულს მიუახლოვდა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო გორში 7 ოქტომბერს კვლავ გორის დილასთან გამართავს.