შავლეგო ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის 20–მდე სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა
04.10.2018
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის 20–მდე სოფლის მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის ,,დანერგე მომავალი“ ახალი ქვეკომპონენტი გააცნო, რომელიც ,,კენკროვანი კულტურების“ განვითარებაზეა ორიენტირებული.
გუბერნატორმა შეხვედრებზე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია თითოეულმა გლეხმა აითვისოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, გააშენონ ბაღები და ნახონ სარგებელი.
ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.
ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.