საინფორმაციო სააგენტო ტოპნიუსის პრესკლუბში, ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი უკლებამ პრესკონფერენცია გამართა
04.10.2018
უკან დაბრუნება
საინფორმაციო სააგენტო ტოპნიუსის პრესკლუბში, ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი უკლებამ პრესკონფერენცია გამართა. უკლებამ 19 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ თავდასხმას, როგორც უკლება ამბობს , ადგილობრივი ხელისუფლება მისგან პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას ითხოვს. საკითხზე საპასუხო კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ გააკეთა, მან ზემოთხსენებულ ინციდენტს , ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასაარჩევნო პროვოკაციული ქმედება უწოდა.