შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი ქუთაისში მდგრადობის პრობლემის წინაშე დგას“
04.10.2018
უკან დაბრუნება
,,მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი ქუთაისში მდგრადობის პრობლემის წინაშე დგას“ - ეს განცხადება ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა , მერაბ მეშველიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მეშველიანის თქმით, ქალაქში ძალიან ბევრი ისეთი კორპუსია, რომლის სარდაფშიც წლებია წყალი დგას, რაც სხვადასხვა ტიპის საშიშროებას ქმნის. მეშველიანმა ადგილობრივ ხელისუფლებას შესაბამისი თანხების მობილიზებისკენ მოუწოდა. თემაზე კომენტარი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემაც გააკეთა, ირაკლი შენგელიამ ქალაქში ინფრასტრუქტურული მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.